აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ ბუსტერდოზის გამოყენება დაუშვა

04 იანვარი 2022, 10:06 1098 ნახვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერდოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ამასთან, მესამე დოზის გასაკეთებლად მეორე დოზიდან დასაშვები ინტერვალი ექვსი თვიდან ხუთ თვემდე შემცირდა.

სააგენტომ ასევე დასაშვები გახადა ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება სუსტი იმუნიტეტის მქონე 5-დან 11 წლის ასაკის ბავშვებში.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი