საქველმოქმედო აქცია „წერილები თოვლის ბაბუას“ გრძელდება. ფონდი ,,იალქანი“ ბენეფიციარებისთვის საახალწლო საჩუქრებს ისევ აგროვებს და დარჩენილი 69 მოზარდისთვის საახალწლო საჩუქრის გადაცემას საშობაოდ აპირებს. თიკო აბაშიძის ინფორმაციით 130-დან, მხოლოდ 56 ბენეფიციარის გახარება მოხერხდა ამ ეტაპზე.
სურვილის შემთხვეაში შეგიძლიათ ჩაერთოთ საქველმოქმედო აქციაში და მოზარდებს სურვილები აუსრულოთ.
ფონდის ოფიციალურ გვერდზე შესაძლებელია წერილების შინაარს გაეცნოთ და საჩუქარი ზუბალაშვილის 32 ნომერში მიიტანოთ.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც საქართველოს, ასევე თიბისი ბანკის ანგარიშზე, რომლებიც ორგანიზაციის სახელით არის გახსნილი და რომლებსაც ახლა ჩვენს ეკრანზე ხედავთ.