უსახლკარო მოქალაქის პროტესტი მერიასთან

12 თებერვალი 2025, 14:15 95 ნახვა

ბათუმის მერიის სამუშაო ჯგუფის სხდომის პარალელურად აქცია გაიმართა მერიასთან. “41 წელი ქირით ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილით, მოვითხოვ უსახლკაროთა პროგრამაში ჩართვას, იყავით სამართლიანი“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტით მოქალაქე, უსახლკარო მზიური ბალაძე თვითმმართველობის შენობასთან მივიდა და კომისიის წევრებთან შეხვედრას ითხოვდა.

როგორც თავად აცხადებს, მცდელობის მიუხედავად სხდომაზე, რომელზეც უსახლკაროთა რეგისტრაციის წესზე მსჯელობდნენ, შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა. მისი თქმით, მოქმედი კრიტერიუმები სამართლიანი არ იყო და კორექტირებას საჭიროებდა.

მერიაში საკითხთან დაკავშირებით განმარტებები არ გაკეთებულა.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში