შიმშილობის 32-ე დღე - დაკავებული მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამედში რჩება. მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.
კლინიკის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ შიმშილობის პროცესში შესაძლებელია იყოს გართულება. მისი თქმითვე, მზია ამაღლობელს უჭირს გადაადგილება, თუმცა გონება არ დაუკარგავს.
ჩხაიძე ამბობს იმასაც, რომ გონების კარგვა და მსგავსი გართულებები, მათ შორის მეტყველებასთან დაკავშირებული, შესაძლოა იყოს და არის მოსალოდნელი.