დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ''ომიკრონის'' 147 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.
ქვეყანაში ''ომიკრონის'' შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.