აჭარაში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა

03 იანვარი 2022, 10:53 1147 ნახვა

3 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 487.  მძიმე პაციენტია 118, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 პირი.

833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 537 - თბილისში, 199 - აჭარაში.

16 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი