ბათუმში საახალწლო კონცერტისთვის ემზადებიან. ამ დროისთვის სცენას ამზადებენ და ერთ საათში დაიწყება გენერალური რეპეტიცია. დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, ხოლო გალა კონცერტი 22 საათიდან დაიწყება. საახალწლო საღამოს სოფო ხალვაში და არჩილ გოგიტიძე წაიყვანენ. ბათუმი 2022 წლის შემოსვლას ფოიერვერკით და მრავალჟამიერით შეხვდება. ზღვისპირა ქალაქში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდება.