გარდაიცვალა 42 პაციენტი, დადასტურდა კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა 

31 დეკემბერი 2021, 10:58 919 ნახვა

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში 2 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჩატარდა 38 802 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 472, „პისიარ“-ტესტით – 15 330.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო შვიდი დღის – 5,28%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი