უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
"სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:
ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.