სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირების განცხადებას ავრცელებს.
''მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში'' - წერია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს.