მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას 10 იანვრიდან შეძლებენ

30 დეკემბერი 2021, 10:27 1267 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია დასვენების დღეებად. სააგენტო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 10 იანვრიდან.

მათივე განმარტებით, მომსახურების სააგენტო 2021 წლის 31 დეკემბერს იმუშავებს 09:30 საათიდან 16:00 საათამდე.

სააგენტოს ცნობით, ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.

პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელ მძღოლობის კანდიდატებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ 2022 წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, განბაჟების მიზნით, მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ 2022 წლის 10 იანვარს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში