აჭარა კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

30 დეკემბერი 2021, 10:57 950 ნახვა

30 დეკემბრის მონაცემებით, აჭარა კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კლინიკურად გამოჯანმრთელდა 144 პაციენტი, გარდაიცვალა 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 793 საიდანაც: 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 486. მძიმე პაციენტია 119, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 36 პირი.

873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 214- აჭარაში. 20 208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი