ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა. მსურველებს განაცხადების წარდგენა 11 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 25 წლის ასაკიდან პირი, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ცესკოს წევრობის კანდიდატიც უნდა იყოს უპარტიო და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი.