29 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 232 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 078 საიდანაც: 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 484. მძიმე პაციენტია 121, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35 პირი.
858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 - თბილისში, 201- აჭარაში. 20 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.