აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქმიანობა შეაჯამა

28 დეკემბერი 2021, 19:50 1455 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი დაახლოებით 620 ათასით გაიზარდა და 60 მილიონ ლარზე მეტია. უწყების ინფორმაციით, თანხა 30 მიმართულებით საავტომობილო გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობასა და 19 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. 2022 წლის პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა წარადგინა. ზაზა შავაძის განცხადებით, პროექტების დაგეგმვისას აქცენტი ტურისტული მნიშვნელობის გზებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე გაკეთდა. 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაწეული მუშაობისთვის სპეციალური სიგელებით მეგზევეები დააჯილდოვეს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი