შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა

07 დეკემბერი 2025, 12:15 133 ნახვა

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.  ღონისძიების დასკვნით ნაწილში  მსმენელის წინაშე   ,,ქართული ხმები“  წარსდგა.  გუნდმა  შეასრულა  ჰიტები ქართული ფილმებიდან,  ცნობილი სიმღერები საკუთარი რეპერტუარიდან ასევე ფოლკლორი. 
შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი წელსაც  მრავალფეროვანი პროგრამით იყო გამორჩეული ქართველი და უცხოული მუსიკოსებით, გამოფენებით,  ანზორ ერქომაიშვილის წიგნის პრეზენტაციით, მოეწყო იაპონური საღამო. ხუთი დღის განმავლობაში ფესტივალმა  ბათუმი საერთაშორისო კულტურული დიალოგის  მნიშვნელოვან პლადფორმად გადააქცია. ფესტივალი წელს მეთორმეტედ ჩატარდა. მისი მიზანი  საქართველოს კულტურული  პოტენციალის   საერთაშორისო ასპარეზზე  გატანაა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში