ვარშანიძის ქუჩაზე, შამილაძის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა - ბათუმის ავტოტრანსპორტი

07 დეკემბერი 2025, 14:37 398 ნახვა

ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, შამილაძის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ, ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსები დაუბრუნდნენ ძველ მარშრუტს.

"საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ვარშანიძის ქუჩაზე, შამილაძის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში.

შესაბამისად, №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსები დაუბრუნდნენ ძველ მარშრუტს და იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: აღმაშენებლის ქუჩა - ხახულის ქუჩა - ვარშანიძის ქუჩა - სულაბერიძის ქუჩა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში