ბრაზილიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

28 დეკემბერი 2021, 12:48 1302 ნახვა

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიას შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ბაიას შტატს, სადაც დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხანგრძლივი წვიმის შედეგად ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე წყალდიდობა დაატყდა თავს, თუმცა მდგომარეობა შობის დღეებში გაუარესდა მას შემდეგ, რაც შტატში ორი კაშხალი გაირღვა. დატბორილი სახლები მოსახლეობამ მაშველების დახმარებით დატოვა.72 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი