ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ინდივიდუალურად ხვდებიან. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება. ამბობს, რომ ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება არ მოწესრიგდება, ვითარება არ შეიცვლება. სალომე ზურაბიშვილს დღესვე შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერები.