ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაშავდა ბათუმში. ცეცხლი კობალაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს სახლში სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მათგან ორს სხეულზე მცირე დამწვრობები აღენიშნება. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროლეიბი სახელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველოს სამი ბრიგადა იმყოფებოდა.