მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების უმეტესობა გაწმენდილია

25 დეკემბერი 2021, 14:05 1153 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების უმეტესობა გაწმენდილია, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპლიტეტებში მიუხედავად რთული რელიეფური მდგომარეობისა და ლიპყინულისა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 

ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები ყველა მიმართულებით გაწმენდილია. 
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

საავტომობილო გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით არის შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში