ბეთლემი შობა

25 დეკემბერი 2021, 12:35 1086 ნახვა

მორწმუნეები შობას აღნიშნავენ ბეთლემში, სადაც გადმოცემის თანახმად, ქრისტე იშვა. ქალაქის მთავარ მოედანზე სადღესასწაულო განწყობა დილიდან იგრძნობოდა. ყოველ წელს ათასობით მორწმუნე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩადის, რათა დღესასწაულს ბეთლემში დაესწროს. თუმცა, მეორე წელია, პილიგრიმების ნაწილს საშობაო ღვთისმსახურებაზე დასწრების საშუალება არ აქვს. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. წელს კი „ომიკრონის“ შტამის გამო ისრაელის ხელისუფლებამ უცხოელებს ქვეყანაში ჩასვლა დროებით აუკრძალა. ვატიკანში საშობაო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა.  კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა თავის მიმართვაში ყურადღება გაჭირვებულების დახმარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ღმერთი კაცობრიობას ასწავლის, რომ ბედნიერება ყოველდღიურობაშია და არა ძალაუფლებასა და სიმდიდრეში. პონტიფიკოსმა მოუწოდა მორწმუნეებს, უფრო მეტად იზრუნონ ღარიბებზე და გაჭირვებულებზე. დღეს შუადღისას კი, პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი