ისრაელი ევროპაში ანტისემიტიზმის გამო შეშფოთებულია

24 დეკემბერი 2021, 18:34 823 ნახვა

ისრაელი ევროპაში ანტისემიტიზმის ტალღით შეშფოთებულია -  ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს ტალღა გერმანიაშიც შეინიშნება. "ისრაელი ღრმად არის შეშფოთებული ანტისემიტიზმის სახიფათო ტალღით, რომლის მოწმენიც ვართ დღეს მთელ ევროპაში, მათ შორის გერმანიაში. ებრაული თემების უსაფრთხოება ებრაელებისთვის პრიორიტეტია", - განაცხადა ლაპიდმა. პოლიტიკოსმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის ხელისუფლებას გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის, რომლებიც ანტისემიტიზმთან ბრძოლის პროცესში გადაიდგა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე ითანამშრომლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი