ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“

23 დეკემბერი 2021, 15:02 1081 ნახვა

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს" წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს" და პარტია „საქართველოს" წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართული ოცნების" წევრებს.

ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა ოცნების ოფისში. სოზარ სუბარის თქმით, გახარიას პარტია და ''ნაციონალური მოძრაობა'' საერთო თამაშს თამაშობდნენ. 

ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია.

ერთია, რა უნდათ გახარიასა და ამ გუნდის ხელმძღვანელობას და მეორეა მათი წევრები ადგილებზე, რომლებიც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ყოფილი წარმომადგენლები და ბევრი მათგანისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსის გაფორმება.

თუ ვინმეს დღემდე ეპარებოდა ეჭვი, რომ ის, რასაც გიორგი გახარია აკეთებდა, დაწყებული იმ პირველი დღიდან, როცა მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება , ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა დღეს, ეს ძალიან ბევრისთვის გახდება ნათელი. ვფიქრობ დღეიდან, ისინი უფრო რადიკალურად დაიწყებენ ფიქრს იმაზე, რომ არ შეიძლება ამ თამაშში ჩართვა. ვგულისხმობ გახარიას პარტიის იმ წევრებს, რომლებიც ადგილებზე არიან არჩეულები თვითმმართველობებში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში