ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროტესტის ახალი ფორმა. პარტიამ ამჯერად მასობრივი შიმშილის გზა აირჩია და მათსავე ოფისთან კარვებიც გაშალეს. ათეულობით ადამიანმა გადაწყვიტა შიმშილობა. პროტესტის უკიდურეს ფორმას კი მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი ლიდერი საპატიმროს არ დატოვებს. აქტივისტები ამბობენ, რომ ნიკა მელიას მიერ გახმოვანებული განცხადება მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ მოულოდნელი იყო, თუმცა პროტესტის ამ ფორმისთვის მზად არიან.