პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დუბაიში

12 თებერვალი 2025, 12:01 96 ნახვა

დუბაიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძე უკვე გამოვიდა სიტყვით მსოფლიო მთავრობათა სამიტზე.  მისი განცხადებით, რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს მთავრობა   ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი.

ხაზი გაუსვა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და აღნიშნა, რომ  ეს  ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად. 

სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტი ასევე გააკეთა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და საინვესტიციო პოლიტიკაზე.

ამ კონტექსტში კი სამიტის მონაწილეებს გააცნო  ჰერითიჯის ფონდის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მონაცემები,  მსოფლიო სამართლის პროექტის, ასევე  2024 წლის ინდექსი,   საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი,  მათ შორის ფრეიზერის ინსტიტუტისა და მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების კვლევები.

ირაკლი კობახიძე შეხვდა ქუვეითელ კოლეგასაც.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში