ჯო უილსონის განცხადება

12 თებერვალი 2025, 09:15 70 ნახვა

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე  კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა  ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ. 

კონგრესმენ  ჯო უილსონის თქმით  ,,ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტი 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები და ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს“ - განაცხადა უილსონმა. 

ოქტომბერში პუტინისტურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა, – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ "რეჟიმი" ქართველი ხალხის პროტესტს "უკანონო დაკავებებით და ძალადობით" პასუხობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში