აჭარაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და დარგის განვითარების პერსპექტივები - ამ საკითხებზე დღეს “იუ-ეს-ეიდ”-ში იმსჯელეს. არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის” წევრებმა არსებული ვითარება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველ პირებთან ერთად განიხილეს. მათი განცხადებით, მეჩაიეობა რეგიონისთვის პერსპექტიული დარგია და მის განსავითარებლად უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.