დღეს რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
პარტიის ლიდერების განცხადებით, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
აქციაზე დასასწრებად კოლონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წავიდნენ, მათ შორის ბათუმიდან.
მხარდამჭერთა ერთი ჯგუფი პარტიის ოფისიდან გავიდა. მათი თქმით, ისინი სხვადასხვა ლოკაციიდან ორგანიზებულად “ბლექსსი არენასთან“ შეიკრიბებიან. რაც შეეხება მოთხოვნებს, ოპოზიციური პარტიის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ საკააშვილის პატიმრობას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი შეკრება სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ნაწილზე კი სხდომები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში. ექსპრეზიდენტს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო კვეთისთვის.