ჩილეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ეყოლება

20 დეკემბერი 2021, 15:37 1175 ნახვა

ჩილეს ახალი პრეზიდენტი 35 წლის მემარცხენე კანდიდატი გაბრიელ ბორიჩი გახდა.წინასწარი შედეგების თანახმად, მან არჩევნებში ხმების 56%-ი, მისმა მეტოქემ ხოსე ანტონიო კასტმა  კი ხმების 44% მოიპოვა.  ბორიჩი პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მარტიდან შეუდგება და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაური იქნება.  ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში ორივე კანდიდატმა ხმების 30%-ზე ნაკლები დააგროვა. ხოსე ანტონიო კასტმა დამარცხება უკვე აღიარა. გაბრიელ ბორიჩი მდიდრების დაბეგვრის, აბორტების ლეგალიზების და უფასო განათლებაზე გადასვლის მომხრეა. ბორიჩის გამარჯვებას მთელ ლათინურ ამერიკაში მიესალმნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი