ნატო რუსეთს უფლებას არ მისცემს მოსკოვს, უკარნახოს, როგორ მოიქცეს - გერმანიის მთავრობა

20 დეკემბერი 2021, 12:52 759 ნახვა

ნატო განიხილავს რუსეთის წინადადებებს ალიანსის სამხედრო  საკითხებთან დაკავშირებით მის აღმოსავლეთ საზღვარზე, მაგრამ ბლოკი მოსკოვს უფლებას არ მისცემს უკარნახოს, როგორ უნდა მოიქცეს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა  ლიეტუვაში  გერმანელ ჯარისკაცებთან სტუმრობის დროს განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.გერმანელი მინისტრის თქმით, ალიანსმა არსებული დაძაბულობა დიპლომატიურ დონეზე და ასევე სანდო შეკავების გზით უნდა გადაწყვიტოს. გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის შეთავაზებებზე მომდევნო კვირაში იმსჯელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში