ზუსტად ორ საათში საქართველოში დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა. სომეხ კოლეგას 14 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს , რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება და მას ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.