ფილიპინებში ძლიერი ქარიშხლის ,,რაის“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასახმარებლად ათასობით სამხედრო, სანაპირო დაცვა და სახანძრო პერსონალი ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში გადანაწილდა. ფილიპინებს ყოველწლიურად საშუალოდ 20 ქარიშხალი და ტაიფუნი ატყდება თავს.