შეტაკებები კიევის ცენტრში

17 დეკემბერი 2021, 18:29 1122 ნახვა

კიევის ცენტრში მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეებსა და პოლიციას შორის  შეტაკება მოხდა. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები სამართალდამცველებს ქვეყნის პარლამენტის შენობასთან დაუპირისპირდნენ.  დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მომიტინგეებმა ტრანსპორტის მოძრაობა დაბლოკეს. ისინი კიევის ცენტრში საპროტესტო მსვლელობას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა პოლიციის ავტომობილიც დააზიანეს.  აქციის მონაწილეები უმაღლესი რადისგან საკასო აპარატების სავალდებულო გამოყენების შესახებ კანონის ერთი წლით გადავადებას ითხოვენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში