საახალწლო ღონისძიებებისთვის ბათუმში 433 ათასი ლარია გათვალისწინებული

17 დეკემბერი 2021, 12:33 1922 ნახვა

ბათუმის ქუჩების საახალწლო დეკორაციებით მორთვა დაიწყო.  მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე  სცენა ეწყობა. აქვე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც 25 დეკემბრს საზეიმოდ აინთება.  საახალწლო ღონისძიებები ქალაქში 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. დაგეგმილია ქუჩის წარმოდგენები და კონცერტები ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. 31 დეკემბერს  კი გაიმართება  გალაკონცერტი კულტურის ცენტრთან არსებული ,,ჯაზ ბიგ-ბენდისა“ და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით.   ასევე განხორციელდება პროგრამა ,,ახალი წელი შენს ეზოში“, რომლის ფარგლებშიც ანიმატორები ქალაქის ქუჩებსა და ეზოებში საახალწლო განწყობას შექმნიან. კულტურული ღონისძიებებისთვის 433 ათასი ლარია გამოყოფილი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი