აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების შეუქცევადობა. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ასევე ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. მათ შორის, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით არსებულ პოტენციალს. პრემიერი შეხვდა კომპანიის როტშილდი და კომპანიის მმართველ დირექტორსაც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით.