საქართველოს პრემიერის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა

15 დეკემბერი 2021, 14:45 770 ნახვა

ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები-ეს იყო საკითხები, რომლებზეც საქართველოს პრემიერმა ნატოს გენერალურ მდივანთან ჯერ შეხვედარზე, შემდეგ კი ბრიფინგზე გააკეთა აქცენტი.  ირაკლი ღარიბაშვილმა, მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნატო-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში.  ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. იენს სტოლტენბერგის თქმით, კი  ნატო-სა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, და რომ, ნატო საქარველოსთან პარტნიორობით ამაყობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში