სომხეთში აუცრელ მოქალაქეებს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მკურნალობა არ დაუფინანსდებათ

14 დეკემბერი 2021, 15:31 1020 ნახვა

სომხეთში აუცრელ მოქალაქეებს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში საავადმყოფოში მკურნალობის საფასურის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში 1-ელი თებერვლიდან კოვიდ-19-ზე აუცრელი მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო სტაციონარული მკურნალობის საფასურის შემოღებაზე  მსჯელობენ.  ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.  არავაქცინირებულებს კოვიდ-19-ის მკურნალობა 800 ათასი დრამი ანუ ათას  700 ამერიკული დოლარი დაუჯდება.  ქვეყანაში  ვაქცინაციის მაჩვენებლები ძალიან დაბალია და ამ გადაწყვეტილებით   სამინისტრო  ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას ცდილობს. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა  26 კოვიდპაციენტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი