ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში ძლიერი ტორნადოს შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათეულობით ადამიანი კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.. დანგრეულია ათასობით სახლი.გადახდილია სახურავები, ფესვებიანად მოთხრილია ხეები. კანტუკიის შტატში დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო პრეზიდენტმა ბაიდენმა ფედერალური დახმარების შესახებ განკარგულება მიიღო.