ავტოსაგზაო შემთხვევას მექსიკაში 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით მგზავრთა უმეტესი ნაწილი მიგრანტები იყვნენ.დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. დაშავდა 58 ადამიანი. უცხოური მედიის ცნობით, გარდაცვლილების უმრავლესობა გვატემალისა და ჰონდურასის მოქალაქე იყო.