ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაცია აპროტესტებს ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციას დაუჭირა მხარი.
ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციამ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ასანჟს ყველა ბრალდება მოუხსნას. ამჟამად ასანჟი სასჯელს გირაოთი გათავისუფლების პირობების დარღვევის გამო ლონდონის ბელმარშის ციხეში იხდის.