კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა

06 აპრილი 2016, 00:00 4398 ნახვა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის რეგიონში სიმშვიდეა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცულია. ეგრეთწოდებული ძალოვანი უწყების პრეს-მდივანი დეზინფორმაციას უწოდებს ბაქოს განცხადებას კონფლიქტის ზონაში სომხური მხრიდან დარღვევების შესახებ. იგი ამობს, რომ 5 აპრილს 12 საათზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმმება მთლიანობაში შენარჩუნებულია. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეირაღებულმა ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 115-ჯერ დაარღვიეს. ორივე მხარემ კონფლიქტის ზონაში დაღუპულების შესახებ ოფიციალური მონაცემები გაასაჯაროვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 31 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი ვერტმფრენი და ერთი ტანკი დაკარგა. ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დროს 29 სამხედრო მოსამსახურე და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილია 101 ჯარისკაცი. 26 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ამავე კატეგორიაში