მექსიკის შტატ ჩიაპასში ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი, უმეტესობა მიგრანტი დაიღუპა და 58 - დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მიგრანტები, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან სიღარიბესა და ძალადობას გაურბიან, როგორც წესი, მექსიკის საშუალებით ცდილობენ აშშ-ის საზღვრამდე მიაღწიონ. ხშირად მათ სატვირთო ავტომობილებით, ძალიან სახიფათო პირობებში უწევთ მგზავრობა.