საფრანგეთის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ საფრანგეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს.
„ვფიქრობ, ამ თემის პოლიტიზირება არ ღირს. მით უმეტეს, თუ ეს არის უმნიშვნელო და სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ გამოუცხადეს, რითაც, მათი განმარტებით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გააპროტესტეს.