აჭარის საიმიჯო ფოტობაზა

09 დეკემბერი 2021, 14:49 1261 ნახვა

აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების წარმოსაჩენად საიმიჯო ფოტობაზა განახლდება.

გადაღებები 5 თვეა გრძელდება და ამ პერიოდში ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში  აჭარული კერძები,  ავთენტურ გარემოში გაშლილი ქართული სუფრა, თევზის ნატურმორტი, მანდარინობის რთველი და თევზაობის პროცესი მოხვდა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ფოტოგადაღებისას აქცენტი აჭარის სამთო, საზღვაო, ეკო და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტებზე გაკეთდა.

საიმიჯო ფოტოებით ზღვისპირა რეგიონის  პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიასაშუალებებსა და ონლაინ პლატფორმებზე  მომავალი  წლიდან იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი