ერაყის ხელისუფლების ოფიციალური განცხადება

09 დეკემბერი 2021, 13:33 803 ნახვა

ერაყის ხელისუფლებამ  ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის საბრძოლო ამოცანების დასრულებისა და ალიანსის საბრძოლო ნაწილების გაყვანის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.  ამის შესახებ ტვიტერში ერაყის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ქასემ ალ-არაჯიმ განაცხადა.  მისივე თქმით, საერთაშორისო კოალიციასთან ურთიერთობები სწავლებისა და კონსულტაციების სფეროებში გაგრძელდება.  

20 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ  ერაყის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო  მისია  მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

პენტაგონის მეთაურმა ამის შესახებ ერაყელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში