აშშ-ის მსგავსად პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს ავსტრალიაც. ქვეყნის პრემიერი მიზეზად ბოლო წლებში ავსტრალიისა და ჩინეთის ურთიერთობების საგრძნობლად გაუარესებას ასახელებს.
ოლიმპიურ თამაშებზე დიპლომატიურ დელეგაციას არ გზავნის ახალი ზელანდიაც, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ მიზეზად კოვიდ-19-ს ასახელებს. პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავს კანადაც და იაპონიაც.
დიპლომატიური ბოიკოტი ოლიმპიადაზე ოფიციალური დელეგაციების გაგზავნაზე უარს გულისხმობს.
ეს შეზღუდვა სპორტსმენებზე არ ვრცელდება. ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.