ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ონლაინ შეხვედრა დასრულდა

07 დეკემბერი 2021, 23:30 888 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ონლაინ შეხვედრა დასრულდა.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარისას ბაიდენმა უკრაინის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურა და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის ირგვლივ რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ და ასევე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე, როგორიცაა მაგალითად ირანი", -აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა დახურული ვიდეოზარის ფორმატში ორ საათს გაგრძელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი