გერმანიის მომავალმა მმართველმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელსაც ისინი „პროგრესულ კოალიციას“ უწოდებენ.
მხარეთა შორის შეთანხმება შედგა ერთი დღით ადრე, ვიდრე ოლაფ შოლცი კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელს ჩაანაცვლებს. „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, კოალიციური მთავრობის შექმნაზე ჩამოყალიბდნენ.