უზბეკეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

07 დეკემბერი 2021, 18:05 746 ნახვა

ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა უზბეკეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სავაჭრო ცენტრში გაზის შემცველი ნივთიერების აფეთქების შედეგად შენობის კონსტრუქცია ნაწილობრივ დაინგრა.

აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომელიც ნახევარ საათში ჩააქრეს. ცხრა ადამიანი, რომელიც  აფეთქების დროს  შენობაში იმყოფებოდა, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი